ემილიო ნსუე გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც აფრიკის ერთა თასზე ჰეთთრიკი შეასრულა #1TVSPORT
ეკვატორული გვინეის ნაკრების მცველი ემილიო ნსუე აფრიკის ერთა თასის ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა.
ეკვატორული გვინეა გვინეა ბისაუს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 4:2 გაიმარჯვა. შეხვედრის ბედი სწორედ ემილიო ნსუემ გადაწყვიტა, რომელიც მატჩის დროს 34 წლისა და 110 დღის იყო და სამი გოლის ავტორი გახდა.
ნსუე ესპანური გუნდის, „ინტერსიტის“ ფეხბურთელია. ეკვატორული გვინეის ნაკრების მცველი მანამდე იყო „მალიორკას“, „კასტელონის“, „რეალ სოსიედადის“, „მიდლსბროსა“ და „ბირმინგემ სიტის“ ფეხბურთელი.
34 წლის ფეხბურთელს Transfermarkt-ი 250 ათას ევროდ აფასებს.