ემილიანო სალას თვითმფრინავს კომერციული ფრენის უფლება არ ჰქონდა
ემილიანო სალას თვითმფრინავს კომერციული ფრენის უფლება არ ჰქონდა

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი, რომლითაც კარდიფის ფორვარდი ემილიანო სალა საფრანგეთიდან უელსში მიფრინავდა, არ იყო ლიცენზირებული კომერციული მგზავრობებისთვის, – ამგვარი ფორმულირება აქვს ტრაგედიის საგამომძიებლო კომისიის დასკვნას.

როგორც ESPN წერს, კომისიამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი დარეგისტრირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და არ შეიძლებოდა ნებართვის გარეშე მისი გამოყენება ლა მანშის სრუტეზე გადასაფრენად. თვითმფრინავს ლიცენზია არ მიუღია. ფირმას, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნოდა, არც კი უცდია ამის გაკეთება.

არგენტინელმა ფეხბურთელმა 18 იანვარს მოაწერა ხელი კარდიფთან კონტრაქტს, რის შემდეგაც ნანტში დაბრუნდა, რათა ყოფილ თანაგუნდელებს გამოთხოვებოდა.

21 იანვარს, ის უკან გაემგზავრა, მაგრამ თვითმფინავი ლა მანშის თავზე რადარებიდან გაქრა. ფეხბურთელის სხეული 4 თებერვალს, 63 მეტრის სიღრმეზე იპოვნეს.