ემილიანო სალას გზავნილები მეგობრებს – ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თვითმფრინავი იშლება
სანამ თვითმფრინავი, რომელშიც ემილიანო სალამ იჯდა რადარებიდან გაქრებოდა, მან მეგობრებს გზავნილები Whatspp-ით გაუგზავნა.
„როგორ ხართ? ძალიან დაღლილი ვარ. ნანტში ვიყავი და რაღაც ამბებს ვაგვარებდი. ახლა თვითმფრინავში ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დაიშლება. კარდიფში მივფრინავ, საგიჟეთია. ხვალ ახალ კლუბში უნდა მევარჯიშა. თუკი ჩემგან უახლოეს საათ-ნახევარში ინფორმაციას ვერ მიიღებთ, მგონი სამაშველო გუნდი დაგვჭირდება. უკვე მეშინია“, – ამბობდა ის.
მოცემულ მომენტში გერნზის პოლიცია სამაშველო სამუშაოებს ატარებს. ბოლო ინფორმაციით, მცირე შესვენების შემდეგ პოლიციამ ოპერაცია განაახლა და კატასტროფის სავარაუდო ტერიტორიებს თვითმფრინავიდან ათვალიერებენ.
1/2
23rd January
7.30am update.
We have resumed searching. Two planes are taking off & will search a targeted area we believe has the highest likelihood of finding anything, based on review of the tides and weather since it went missing.— Guernsey Police (@GuernseyPolice) January 23, 2019
შეგახსენებთ, რომ „კარგიფ სიტიმ“ არგენტინელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 19 იანვარს გააფორმა.