ემილიანო სალას აგენტი - კარდიფ სიტი ცდილობს ჩემი სახელის შებღალვას
ემილიანო სალას აგენტი - კარდიფ სიტი ცდილობს ჩემი სახელის შებღალვას

აგენტი ვილი მაკეი, რომელიც მონაწილეობას იღებდა არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას ნანტიდან კარდიფში გადასვლაში, მოთამაშის სიკვდილის შემდეგ უელსურ კლუბთან კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

„კარდიფი ჩემს შერცხვენას ცდილობს. მათ სურთ ამ ტრაგედიის მიზეზად და დამნაშავედ გამომიყვანონ. ცდილობენ, ყველაფერი ისე დახატონ, თითქოს მე დავგეგმე ის საბედისწერო გადაფრენა. არ ვიცოდი, როგორ აღიქვამდნენ ჩემს გამოჩენას ემილიანოს დაკრძალვაზე, მაგრამ მე გავიცანი მისი ოჯახი და მათ ჩემი თანაგრძნობა გამოვუცხადე“, – განაცხადა აგენტმა.

21 იანვარს, სალა გამოეთხოვა ყოფილ პარტნიორებს ნანტში და კერძო თვითმფრინავით უელსში გაფრინდა, მაგრამ თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.

სალას ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ ლა მანშის სრუტის ფსკერზე იპოვეს.