ემიგრანტი გიორგი გოგოხია - ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მონაწილეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათ კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენებენ
ემიგრანტი გიორგი გოგოხია - ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მონაწილეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათ კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენებენ

ემიგრანტი გიორგი გოგხია აცხადებს, რომ დღეს ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მონაწილეებმა კარგად უნდა იცოდნენ, მათ კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენებენ.

როგორც გიორგი გოგოხიამ პირველ არხს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს ახლა ემიგრანტების სახელით უნდა, რომ რევანში მოახდინოს.

„ემიგრანტების შეკრება ძალიან კარგია, მაგრამ ამას „ნაციონალები“ იყენებენ ძალიან ცუდად. მიხეილ სააკაშვილი ხელმოცარულია, მოქალაქეობის არმქონე პირია, საქართველოსა და უკრაინაში არაფერი გამოუვიდა, ახლა უნდა რევანში მოახდინოს. ეს არის ქართველი ხალხისა და ქვეყნისთვის ძირის გამოთხრა. ნამდვილად არ ვიზიარებ მის გეგმებს. დღეს მოვედი, რადგან მეც ემიგრანტი ვარ და უკვე 25 წელია ბელგიაში ვცხოვრობ. ბევრ ემიგრანტს ვიცნობ და დღეს შეხვედრაზე ვინც მოდის, ყველა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არ არის, თუმცა „ნაციონალები“ ცდილობენ, ეს სათავისოდ გამოიყენონ. შეხვედრაზეც დავაფიქსირებ, რომ ეს არ არის უბრალოდ შეხვედრა, ეს არის ადამიანების პოლიტიკური მომზადება“, – განაცხადა გიორგი გოგხიამ.

მისივე თქმით, ადამიანები მოატყუეს, თქვეს, რომ ემიგრანტების შეხვედრა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ შეხვედრას მიხეილ სააკაშვილი ესწრება.  „ეს არალოგიკურია. ემიგრანტი, რომელიც გამოექცა მიშას რეჟიმს და დღეს დაესწრება ამ ღონისძიებას, კარგად უნდა მიხვდეს, რომ კიდევ ერთხელ გამოიყენებენ ბოროტად“, – განაცხადა გოგოხიამ.

როგორც ემიგრანტმა ილია გოგოხიამ განაცხადა, ქვეყნის მოყვარული არც ერთი ადამიანი არ გაიზიარებს მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს.

„მოვუსმენ, რათა კიდევ გავიგო ბევრი ნორმალური და არანორმალური აზრი, ჩემსასაც დავაფიქსირებ. საერთო ვერ გავიგე მიხეილ სააკაშვილს რაში სჭირდება ემიგრანტები, ის ხალხი, ვინც ცხრა წლის განმავლობაში გამოქცეული იყო. ახლა სააკაშვილი ამ ხალხს ეხვეწება წამომყევითო და ეს ხალხი დათანხმდება? ეს ხომ უაზრობაა, საქართველო არც პოლონეთია და არც უკრაინა, ცოტა უფრო მოაზროვნე ხალხია“, – განაცხადა ილია გოგოხიამ.