ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი იმედოვნებს, რომ კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 48 ესპანელი სპეციალისტი შემოთავაზებებს საკუთარი ქვეყნის კლუბებისგან ელოდება.
„ახლა ლონდონში ისევ საქმეები მაქვს, მალე კი ვალენსიასა და მადრიდში ჩავალ, – ციტირებს უნაი ემერის El Larguero.
– ინტერესი ჩემ მიმართ რამდენიმე ესპანურ გუნდს აქვს, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებები არ ყოფილა. მოუთმენლად ველოდები მშობლიურ ესპანეთში დაბრუნებას“.
შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ ემერი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად მიკელ არტეტა დანიშნეს.
უნაი ემერი 2008-2012 წლებში „ვალენსიას“ ხელმძღვანელობდა და ზედიზედ სამჯერ ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ადგილზე გავიდა.
წარმატებული იყო ემერის მოღვაწეობა სხვა ესპანურ გუნდში – „სევილიაში“, რომელსაც მწვრთნელმა ევროპის ლიგა სამჯერ მოაგებინა.