ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან საუბრის დროს უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტები დიდი შვიდეულის მომავალ სამიტზე რუსეთის მოწვევის საკითხს განიხილავენ.

ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის ლიდერმა ფრანგ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა დონბასში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა მზადყოფნა გამოთქვა ნორმანდიული ფორმატით შეხვედრასთან დაკავშირებით.