ემანუელ მაკრონსა და ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ემანუელ მაკრონსა და ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ჯონსონმა მაკრონს განუცხადა, რომ ლონდონს პარიზთან თანამშრომლობის აღდგენა სურს.

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის ლიდერს განუცხადა, რომ ის დაელოდება ბორის ჯონსონის შეთავაზებებს.

საფრანგეთს აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და ავსტრალიასთან ურთიერთობები გასულ კვირას დაეძაბა, მას შემდეგ, რაც ლონდონმა და ვაშინგტონმა ავსტრალიასთან ხელი მოაწერეს წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.ახალი შეთანხმების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან 40-მილიარდიანი კონტრაქტი გაუუქმა.