ემანუელ მაკრონსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

18:06, 24.05.2026

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბარი დღეს ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.

სახელმწიფო მეთაურებმა რეგიონული საკითხები და ბელარუსსა და ევროკავშირს, კერძოდ, საფრანგეთს შორის ურთიერთობები განიხილეს.

მსგავსი