ემანუელ მაკრონმა თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე „პასუხისმგებლიანი დიალოგის“ დაწყებისკენ მოუწოდა
ემანუელ მაკრონმა თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე „პასუხისმგებლიანი დიალოგის“ დაწყებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე „პასუხისმგებლიანი დიალოგის“ დაწყებისკენ მოუწოდა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, დიალოგი კეთილსინდისიერად, გულუბრყვილობის გარეშე უნდა წარიმართოს.

„ეს მოწოდება ახლა ევროპარლამენტსაც ეკუთვნის. ჩანს, რომ გაიგონეს. მოდით, წინ წავიდეთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მანამდე, თურქეთის ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ცეცხლს აღვივებდა და პრობლემების გადაწყვეტას ართულებდა.

ბრიტანეთის მე-4 არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს შეასრულოს ნაპოლეონის როლი, რომელიც ორი საუკუნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მაკრონი ამისთვის საკმარისად ძლიერი არ არის.

საფრანგეთის პრეზიდენტი თურქეთის მიერ ენერგორესურსების ძებნის ოპეარაციას ეწინააღმდეგება და საბერძნეთს და კვიპროსს უცხადებს მხარდაჭერას.