ემანუელ მაკრონმა საქართველოს თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დაკავებული არიან და აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, უნდა გათავისუფლდნენ“
ემანუელ მაკრონმა საქართველოს თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დაკავებული არიან და აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, უნდა გათავისუფლდნენ“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დაკავებული არიან და აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, უნდა გათავისუფლდნენ“.

ამასთან, მისივე თქმით, უნდა გათავისუფლდნენ, რათა შესაძლებელი იყოს მათი ჯანმრთელობის მგდომარეობის გათვალისწინება.

„საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, ჩვენ ვიპოვით გზას უფრო მეტი სიმშვიდისკენ, რომელიც თავსებადია ევროპულ პერსპექტივასთან. ამასთან დაკავშირებით სამშვიდობო ინიციატივები უნდა განხორციელდეს მთავრობის მიერ. ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დაკავებული არიან და აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, უნდა გათავისუფლდნენ, რომ შეგვეძლოს ჯანმრთელობის მგდომარეობის გათვალისწინება და რომ სიტუაცია გახდეს უფრო მშვიდი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.