ემანუელ მაკრონმა „სახელმწიფო მართვის სკოლის“დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
ემანუელ მაკრონმა „სახელმწიფო მართვის სკოლის“დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „სახელმწიფო მართვის სკოლის“ (ENA) დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

მაკრონმა, რომელმაც თავად აღნიშნული სკოლა 2004 წელს დაამთავრა, სახელმწიფო მოხელეებს განუცხადა, რომ „სახელმწიფო მართვის სკოლის“ ნაცვლად „საჯარო სამსახურის ინსტიტუტი“ დაფუძნდება.

მისი თქმით, ახალი სკოლა გააგრძელებს კურსდამთავრებულების მომზადებას საჯარო სექტორის უფროსი თანამდებობებისთვის, მაგრამ უფრო მრავალფეროვნების დანერგვის მისიით.

კრიტიკოსებმა გადაწყვეტილებას ცინიკური ნაბიჯი უწოდეს, რომელიც არ ასწორებს ღრმა, ძირეულ უთანასწორობას და სოციალურ უკმაყოფილებას, რომელმაც „ყვითელი ჟილეტების“ აჯანყება გამოიწვია.

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის გმირმა და შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, შარლ დე გოლმა „სახელმწიფო მართვის სკოლა“ 1945 წელს დააფუძნა, რომლის მიზანი ომისშემდგომი ადმინისტრაციული ელიტის მომზადება იყო.

სკოლა თანდათან გახდა ელიტიზმისა და პრივილეგიის სიმბოლო, რომლის კურსდამთავრებულები პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ხდებოდნენ.