ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალი თავდაცვითი სტრატეგია წარადგინა
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალი თავდაცვითი სტრატეგია წარადგინა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალი თავდაცვითი სტრატეგია წარადგინა, სადაც ახალ ჰიბრიდულ საფრთხეებზეა გამახვილებული ყურადღება, ასევე სრულდება ჯიჰადის წინააღმდეგ ათწლიანი მისია საჰელში.

ემანუელ მაკრონმა ისაუბრა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზეც.

მედიის ცნობით, განახლებული უსაფრთხოების სტრატეგია ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების გაზრდილ მზაობას საფრთხის მოსაგერიებლად და ამ მიზნით, საზოგადოებისა და მრეწველობის მობილიზაციას.

„საფრანგეთის უსაფრთხოების ნაციონალური კონცეფციის მიხედვით, საფრანგეთი დამოუკიდებელი, პატივსაცემი, მოქმედი ზესახელმწიფოა, რომელიც ევროპის სტრატეგიული ავტონომიის ცენტრში მდებარეობს. მტკიცე ატლანტიკური ფესვებით, რომელიც აცნობიერებს მის პასუხისმგებლობას, არის საიმედო პარტნიორი და მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სადარაჯოზე დგას. ბირთვული შემაკავებელი მექანიზმი კვლავ იქნება დაფუძნებული მარტივ და მკაფიო პრინციპებზე, რომლებიც გვაძლევს მოქმედების თავისუფლების გარანტიას და გვიცავს მნიშვნელოვანი აგრესიისგან. ის გვიცავს ნებისმიერი სახელმწიფო აგრესიისგან, რომელიც მიმართულია ჩვენი უმნიშვნელოვანესი ინტერესების წინააღმდეგ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს აგრესია და როგორიც არ უნდა იყოს მისი ფორმა. დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ, საფრანგეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს აქვს ევროპული განზომილება. შესაბამისად, ჩვენს ბირთვულ ძალებს მათი არსებობით, საფრანგეთისა და ევროპის უსაფრთხოებაში წვლილი შეაქვს“, – განაცხადა მაკრონმა.