ემანუელ მაკრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისთვის სამი „რაფალეს“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის განლაგების ბრძანება გასცა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისთვის სამი „რაფალეს“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის განლაგების ბრძანება გასცა.
აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ გადავწყვიტე სამი „რაფალეს“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი განვათავსო, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ეს დაპირება გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მივეცი. ეს საკითხი ასევე განვიხილე ნატო-ს გენერალურ მდივანთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ასევე ჩართულია აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ არ დავემორჩილებით რუსეთის მხრიდან მზარდ დაშინებას“, – წერს მაკრონი.
Following the Russian drone incursions into Poland, I have decided to deploy three Rafale fighter jets to contribute to the protection of Polish airspace and of NATO’s Eastern Flank together with our Allies.
I made this commitment yesterday to the Polish Prime Minister.…
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) September 11, 2025