ემანუელ მაკრონმა ისრაელსა და პალესტინასთან დაკავშირებით, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე ონლაინშეხვედრა გამართა

23:10, 15.09.2025

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელსა და პალესტინასთან დაკავშირებით ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე ონლაინშეხვედრა გამართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ეგვიპტის პრეზიდენტი და იორდანიის მეფე.

ლიდერებმა შეხვედრა გამართეს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამდე.

22 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია და ბელგია ოფიციალურად აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს.

შეგახსენებთ,რომ 12 სექტემბერს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციით მხარი დაუჭირა პალესტინის დამოუკიდებლობას. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 142-მა ქვეყანამ, 10 წინააღმდეგი იყო.

მსგავსი