ემანუელ მაკრონმა ისრაელ-პალესტინის სამხედრო კონფლიქტი ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებთან განიხილა
ისრაელ-პალესტინის სამხედრო კონფლიქტი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებთან განიხილა.
„როგორც თქვენ ორს, მეც ძალიან მაშფოთებს ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე არსებული ვითარება“, – განუცხადა მაკრონმა აბდელ ფატა ალ-სისის და აბდულა მეორეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს დღეებში იმუშავებს ეგვიპტესთან და იორდანიასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონკრეტულ წინადადებაზე და ისრაელსა და პალესტინელებს შორის შესაძლო დისკუსიებზე.
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში იმ შენობის დაბომბვის საკითხს, რომელშიც უცხოური მედიების ბიუროები იყო განთავსებული, უახლოეს დღეებში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან განიხილავს.