ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ფრიდრიხ მერცის წინადადება, რომ უკრაინამ მიიღოს 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის წინადადება, რომ უკრაინამ მიიღოს 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი.
მაკრონის განცხადებით, ევროპამ უნდა შეინარჩუნოს თავისი რეპუტაცია, როგორც სანდო ადგილმა ინვესტიციებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის, შესაბამისად, მისი თქმით, ევროპამ არ უნდა დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი.
„ჩვენ, ევროპელები უნდა დავრჩეთ მიმზიდველი და სანდო. ეს ნიშნავს, რომ აქტივები როდესაც გაყინულია, ჩვენ უნდა დავიცვათ საერთაშორისო სამართალი“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში, ევროკავშირის არაფორმალური სამიტის ფარგლებში.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა გამოთქვა იდეა უკრაინისთვის თითქმის 140 მილიარდ ევროს უპროცენტო სესხის გაცემის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა ევროკავშირის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივებით.