ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ვიქტორ ორბანს უმასპინძლა
ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ვიქტორ ორბანს უმასპინძლა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში, ელისეის სასახლეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. სამუშაო ვახშმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი თემები იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და სხვა საკითხები ევროპული საბჭოს სხდომამდე, რომელიც 23-24 მარტს არის დაგეგმილი.

როგორც „ფრანს 24“ აღნიშნავს, უკრაინაში ომთან დაკავშირებით ევროპის პოზიციის აქტიური კრიტიკოსი – ორბანი თავის ევროპელ კოლეგებში იმ მცირერიცხოვან პირებს შორისაა, ვინც დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ „ირიბი ომის“ წარმოებაში ადანაშაულებს. მან არაერთხელ გააკრიტიკა დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, უარს ამბობს კრემლთან კავშირების გაწყვეტაზე და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

გარდა ამისა, საფრანგეთისა და უნგრეთის ლიდერები განიხილავდნენ სამრეწველო პოლიტიკას, ენერგეტიკის, მიგრაციის და ასევე კანონის უზენაესობის საკითხებს.