ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულები, სენ-პიერი და მიკელონი, საფრანგეთის ტერიტორიაა

11:40, 20.09.2026

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულები, სენ-პიერი და მიკელონი, საფრანგეთის ტერიტორიაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც არქიპელაგი ამერიკის დროშითაა აღნიშნული. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ტერიტორია „ფრანგულია“ და საფრანგეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

„ამას ყოველ დილით არ გავიმეორებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უცნაური აზრები უჩნდება ან უცნაურ რამეებს ამბობს“,- განმარტა მაკრონმა.

ცნობისთვის, სენ-პიერი და მიკელონი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა და კანადის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. 2003 წელს არქიპელაგმა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სპეციალური სტატუსი მიიღო.

ამასთან, დღეს ემანუელ მაკრონი სენ-პიერში კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის უმასპინძლებს.

„ეს ძლიერი სიგნალია“,- განმარტავს საფრანგეთის პრეზიდენტი.

როგორც მედია აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ნავთობის ფასები სწრაფად იზრდება, ამიტომ მაკრონი მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს და იმედი აქვს, რომ ამას კანადასთან, ნავთობის მსხვილ მწარმოებელთან, თანამშრომლობით შეძლებს.

მსგავსი