ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიიწვია
ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიიწვია

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საფრანგეთის პირველ პირს შეხვდა. ლიდერებმა უსაფრთხოებაზე, ტერორიზმსა და სირიაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

საფრანგეთს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ივლისში თეთრ სახლში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტი ნოემბერში პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა.