ემანუელ მაკრონმა და მარკ რუტემ სატელეფონო საუბრისას პარიზში დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისთვის მომზადების საკითხები განიხილეს
ემანუელ მაკრონმა და მარკ რუტემ სატელეფონო საუბრისას 4 სექტემბერს პარიზში დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისთვის მომზადების საკითხები განიხილეს.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ნატო-სთან კოორდინაციით ვიმუშავებთ უკრაინისთვის საიმედო უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე. ეს არის აუცილებელი წინაპირობა მშვიდობისკენ საიმედო წინსვლისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას ასევე განხილული იქნება რუსეთის პოზიცია, „რომელიც აგრძელებს დამპყრობლურ ომს და უარყოფს მშვიდობას“.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
I just spoke with the NATO Secretary General to prepare the meeting of the Coalition of the Willing, which will take place this Thursday in Paris.
Together with our partners, and in coordination with NATO, we will work to define robust security guarantees for Ukraine.…
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) September 1, 2025