ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი კოსმოსური თავდაცვის სამეთაურო შტაბს შექმნის
ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი კოსმოსური თავდაცვის სამეთაურო შტაბს შექმნის

საფრანგეთი კოსმოსური თავდაცვის სამეთაურო შტაბს შექმნის. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

​საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახალი შტაბი ფუნციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს. მაკრონის განცხადებით, ახალი კოსმოსური თავდაცვის ძალებისა და შესაბამისი სამეთაურო შტაბის ჩამოყალიბება, კოსმოსის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებისთვისაა აუცილებელი. საფრანგეთი კოსმოსური თავდაცვის დანაყოფის შექმნაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.

„ჩვენ უკეთ შევისწავლით კოსმოსში არსებულ სიტუაციას, უკეთ დავიცავთ თანამგზავრებს“, – განაცხადა მაკრონმა.

მანამდე კოსმოსური სამხედრო ძალების ჩამოყალიბების შესახებ აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს.