ემანუელ მაკრონის შრომითი რეფორმა პროფკავშირებმა აქციით გააპროტესტეს

21:22, 16.11.2017

საფრანგეთის პრეზიდენტის შრომითი რეფორმა პარიზში პროფესიულმა კავშირებმა აქციით გააპროტესტეს.

სექტემბერში ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა შრომითი კანონმდებლობის რეფორმის კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების ზრდას. პროფესიული კავშირები ფიქრობენ, რომ ახალი რეფორმა დარტყმას აყენებს დასაქმებულთა უფლებებს.

ახალი რეგულაცია ბიზნესის მფლობელს მეტ თავისუფლებას აძლევს ხელფასის საკითხზე მოლაპარაკებებში, რომელიც ადრე ინდუსტრიულ სტანდარტებზე იყო დამოკიდებული.

პროფესიული კავშირების წევრები ამბობენ, რომ ახალი წესები დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას უფრო აიოლებს.

მსგავსი