ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, რუსეთი ნატო-ს ქვეყნებს დაესხას თავს
ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, რუსეთი ნატო-ს ქვეყნებს დაესხას თავს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთის ქმედებები იმაზე მიანიშნებს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, ის ნატო-ს ქვეყნებს დაესხას თავს.

მაკრონის თქმით, რუსეთმა არ უნდა მოიგოს ომი, რომელზეც ევროპის უსაფრთხოებაა დამოკიდებული.

„მაგიდასთან მყოფმა მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანამ განაცხადა და საერთო კონსენსუსი იყო, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნებზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში გამართული არაფორმალური სამიტის შემდეგ.