ემანუელ მაკრონის დაპირების შესასრულებლად ბიუჯეტიდან 10 მილიარდი ევროს გამოყოფა გახდება საჭირო
ემანუელ მაკრონის დაპირების შესასრულებლად ბიუჯეტიდან 10 მილიარდი ევროს გამოყოფა გახდება საჭირო

ემანუელ მაკრონის დაპირების შესასრულებლად საფრანგეთის ბიუჯეტიდან 10 მილიარდი ევროს გამოყოფა გახდება საჭირო, – ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა BFMTV-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ოლივიე დიუსოპტის ცნობით, თუ მინიმალური თვიური ანაზღაურება 100 ევროთი გაიზრდება, საერთო ჯამში პირველი პირის დაპირების შესასრულებლად ბიუჯეტიდან 10 მილიარდი ევროს გამოყოფა გახდება საჭირო.

რამდენიმეკვირიანი მასშტაბური დემონსტრაციებისა და არეულობის შემდეგ საფრანგეთის პირველმა პირმა მოსახლეობას მიმართა და დაპირება მისცა. მაკრონის განცხადების თანახმად, 2019 წელს დაბალი შემოსავლის მქონე პენსიონერებისთვის გადასახადები აღარ გაიზრდება. ასევე, არ დაიბეგრება ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება. ხოლო მინიმალური თვიური შემოსავალი 100 ევროთი გაიზრდება.

საფრანგეთში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. „ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი მოძრაობის აქტივისტები თავდაპირველად საწვავის ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი, დემონსტრანტების მოთხოვნებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება დაემატა.