ემანუელ მაკრონის აშშ-ის კონგრესში გამოსვლა ნაციონალიზმისა და იზოლაციონიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული
ემანუელ მაკრონის აშშ-ის კონგრესში გამოსვლა ნაციონალიზმისა და იზოლაციონიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის აშშ-ის კონგრესში გამოსვლა ნაციონალიზმისა და იზოლაციონიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული.
მაკრონის თქმით, ქვეყნების ამგვარი პოლიტიკა მსოფლიო განვითარებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე წამოწია მსოფლიო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოებების საკითხები, ირანსა და მის გარემომცველ წრესთან დაკავშირებით. გამოსვლის ეს ნაწილი კონტრასტული იყო აშშ-ში მისი ვიზიტის პირველ ნაწილთან, რომელიც ორ პრეზიდენტს შორის განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით გამოირჩა.

საფრანგეთის პრეზიდენტს სამი წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს, როცა ის კონგრესის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისთვის ავიდა. მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა მტკიცე და უწყვეტი კავშირი, რაც აშშ-სა და საფრანგეთს შორის არსებობს და რაც გამოხატულია „თავისუფლების, ტოლერანტობისა და თანაბარი უფლებების“ სახით.