ემანუელ მაკრონი - ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება „მზადების ეტაპზეა“
ემანუელ მაკრონი - ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება „მზადების ეტაპზეა“

ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება „მზადების ეტაპზეა“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დისკუსიები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებმა რეალურად აღადგინონ დისკუსიის საკუთარი არხები“, – დასძინა ემანუელ მაკრონმა.

ამასთანავე, მაკრონმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ავლენს „ნამდვილ მზადყოფნას“ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.