ემანუელ მაკრონი ვიზიტით ლიბანში ჩავიდა
ემანუელ მაკრონი ვიზიტით ლიბანში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვიზიტით ლიბანში ჩავიდა. ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯიბ მიქათი საფრანგეთის პრეზიდენტს ბეირუთის აეროპორტში დახვდა.

ეს საფრანგეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ლიბანში 2020 წლის შემდეგ.

პარიზს და ბეირუთს ძლიერი ისტორიული კავშირი აქვთ, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გართულდა.

ფრანგული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ პარიზი მზად არის, ლიბანს სუვერენიტეტის გაძლიერებაში და რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს.

„ხალხის მხარდაჭერით, ფართო შიდა კონსენსუსით და საერთაშორისო მხარდაჭერით ლიბანის ახალ აღმასრულებლებს შეუძლიათ, გადამწყვეტად იმოქმედონ სახელმწიფო სუვერენიტეტის და ლიბანის აღსადგენად“, – აცხადებენ პარიზში.