ემანუელ მაკრონი - ვიქტორ ორბანი დამპირდა, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის, თუ კიევი ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შეასრულებს
ემანუელ მაკრონი - ვიქტორ ორბანი დამპირდა, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის, თუ კიევი ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შეასრულებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მას პირადად დაჰპირდა, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის, იმ შემთხვევაში, თუ კიევი ევროკომისიის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას შეასრულებს.

ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ვიქტორ ორბანის განცხადებების შესახებ ჰკითხეს. საუბარია უნგრეთის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვაზე, საფრანგეთის პრეზიდენტის პასუხი კი ასეთი იყო:

„მე მას ვკითხე და მიპასუხა, რომ თუ უკრაინა ევროკომისიის მიერ წაყენებულ შვიდ პირობას შეასრულებს, უნგრეთი გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპებზე უნგრეთის პრემიერი ევროპას „მძევლად არ აიყვანს“ .

„ შემდეგი თვეები გადამწყვეტი იქნება ევროპისთვისაც და უნგრეთისთვისაც“, – განაცხადა მაკრონმა.