ემანუელ მაკრონი - ვგმობ სახელმწიფო ძალადობას, რომელიც თავს ესხმის ირანელ ქალებსა და მამაკაცებს, ჩვენ ფუნდამენტური თავისუფლებების დამცველთა გვერდით ვდგავართ
ვგმობ სახელმწიფო ძალადობას, რომელიც განურჩევლად ესხმის თავს ირანელ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც გაბედულად მოითხოვენ თავიანთი უფლებების პატივისცემას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს.
მისი თქმით, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა უნივერსალური მოთხოვნაა.
„მე ვგმობ სახელმწიფო ძალადობას, რომელიც განურჩევლად ესხმის თავს ირანელ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც გაბედულად მოითხოვენ თავიანთი უფლებების პატივისცემას. ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა უნივერსალური მოთხოვნაა და ჩვენ მათ დამცველთა გვერდით ვდგავართ“, – წერს მაკრონი.