ემანუელ მაკრონი - ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას ღაზაში, პალესტინელის სიცოცხლე ტოლფასია ფრანგის სიცოცხლის, რომელიც ასევე ტოლფასია ისრაელელის სიცოცხლის
ემანუელ მაკრონი - ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას ღაზაში, პალესტინელის სიცოცხლე ტოლფასია ფრანგის სიცოცხლის, რომელიც ასევე ტოლფასია ისრაელელის სიცოცხლის

ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას ღაზაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონმა მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელ ხალხს, რომელსაც, მისი თქმით, „„ჰამასი“ არ წარმოადგენს“.

„პალესტინელის სიცოცხლე ფრანგის სიცოცხლის ტოლფასია, რომელიც ასევე ისრაელელის სიცოცხლის ტოლფასია“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „არაფერი არსად არ ამართლებს ტერორისტულ ძალადობას“, დაგმო 7 ოქტომბრის თავდასხმები ისრაელზე და გაიმეორა საფრანგეთის პოზიცია ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობის აუცილებლობის შესახებ.

„უსაფრთხოების ლეგიტიმური ძიება ილუზიად დარჩება, ვიდრე სამართლიანი მშვიდობა არ დამყარდება“, – აღნიშნა მაკრონმა.