ემანუელ მაკრონი - უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ ჩემი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო
ემანუელ მაკრონი - უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ ჩემი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო

უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ ჩემი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი ყველა განცხადება, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის ჩათვლით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კარგად გააზრებული იყო.

„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხზე ვამბობ, არის კარგად გაზომილი, გააზრებული და აწონ-დაწონილი“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.