ემანუელ მაკრონი უკრაინას ახალი რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას ჰპირდება

08:54, 13.10.2022

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას ახალ რადარებსა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ჰპირდება. საუბარია „სეზარისჰაუბიცებსა და საზენიტო რაკეტებზე, რომლითაც უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, აღჭურვილობის გაძლიერება რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის უპრეცედენტო ფაზის შედეგია.

მაკრონის თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და იყენებს სხვადასხვა მიდგომებს, მათ შორის პროპაგანდისტულ არხებს, შანტაჟსა და შიმშილს.

„ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ. ვიყენებთ არა მხოლოდ იარაღს ადგილზე, არამედ ინფორმაციის იარაღს“, – განაცხადა მაკრონმა.

დღემდე საფრანგეთმა უკრაინას 18 ერთეული „სეზარი“, ტანკ და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები გადასცა.

მსგავსი