ემანუელ მაკრონი - თურქეთს ლიბიაში გადადგმული ნაბიჯების გამო ისტორიული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, თურქეთს ლიბიაში გადადგმული ნაბიჯების გამო ისტორიული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტის დასასრულს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მაკრონმა განაცხადა, რომ თურქეთი ბერლინის კონფერენციაზე დადებულ პირობას არ ასრულბს.
„თურქეთმა გაზრდა სამხედრო წარმომადგენლობა ლიბიაში და სირიიდან ჯიჰადისტი მებრძოლები მასობრივად ჩაიყვანა ლიბიაში. ვფიქრობ, ეს არის ისტორიული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნატო-ს წევრისთვის“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად გააგზავნა, რომელსაც ამბოხებული გენერალური ხალიფა ჰაფთარი უპირისპირდება.
პარიზსა და ანკარას შორის ლიბიის საკითხზე დავა უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. 10 ივნისს საფრანგეთისა და თურქეთის სამხედრო ხომალდები სახიფათოდ მიუახლოვდნენ ერთმანეთს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თურქმა მეზღვაურებმა საფრანგეთის სამხედრო გემის ეკიპაჟის წევრებს იმ ნავთობმზიდის დათვალიერების უფლება არ მისცეს, რომელსაც თურქული გემები იცავდნენ.
მაკრონი ასევე ამტკიცებს, რომ თურქეთის ინტერვენცია ლიბიაში ტერორისტულ საფრთხეს აჩენს ევროპაში.