ემანუელ მაკრონი – სტუდენტებს აქვთ აქციების უფლება, თუმცა უბრძანო სასწავლო დაწესებულებას, არ გაატაროს ესა თუ ის პოლიტიკა, არ დაუშვა სხვა სტუდენტები აუდიტორიებში საბაბით, რომ ებრაელები არიან, ეს არ არის საფრანგეთის რესპუბლიკა

13:44, 05.05.2024
Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de l’Elysée, dans le cadre de sa visite en France.
Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris
Le 31/10/2023
Photo : Delphine Goldsztejn

Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de l’Elysée, dans le cadre de sa visite en France. Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris Le 31/10/2023 Photo : Delphine Goldsztejn

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქციებს გამოეხმაურა.

როგორც ფრანგული მედია წერს, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ სტუდენტებს აქვთ უფლება, გამართონ საპროტესტო აქციები და გამოხატონ საკუთარი აზრი.

„თუმცა, უბრძანო სასწავლო დაწესებულებას, არ გაატაროს ესა თუ ის პოლიტიკა, ძალის გამოყენებითა და ბლოკადით არ დაუშვა სხვა სტუდენტები აუდიტორიებში, იმ საბაბით, რომ ისინი ებრაელები არიან – ეს არ არის საფრანგეთის რესპუბლიკა“, – განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, პალესტინელების მხარდამჭერი აქციები გასულ კვირას საფრანგეთში რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა. მათ შორის, საიენს პოში და სორბონის უნივერსიტეტში.

მსგავსი