ემანუელ მაკრონი - სოლიდარობას ვუცხადებ კატარს საფრანგეთის სახელით, ყველა მხარეს მოვუწოდებ, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება, ქაოსის ეს სპირალი უნდა დასრულდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს ქაოსის სპირალი უწოდა. ამის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მაკრონი სოლიდარობას უცხადებს კატარს საფრანგეთის სახელით.
„მჭიდრო კონტაქტი მაქვს ქვეყნის ხელისუფლებასთან და ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში. ყველა მხარეს მოვუწოდებ, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება, დეესკალაცია მოახდინონ და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ქაოსის ეს სპირალი უნდა დასრულდეს“, – წერს მაკრონი.