ემანუელ მაკრონი - გამოთქმა ფინეთიზაცია უკრაინის მისამართით არასდროს გამომიყენებია
ემანუელ მაკრონი - გამოთქმა ფინეთიზაცია უკრაინის მისამართით არასდროს გამომიყენებია

საფრანგეთის პრეზიდენტმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინის ფინეთიზაციაზე ისაუბრა.

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენ ახსენეთ სიტყვა ფინეთიზაცია. მე არც კი ვიცი, რაზე საუბრობთ. ამის შესახებ არც კი გამიგია. მე ვთქვი, რომ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რადგან ეს ბევრი ქვეყნისთვის იქნება პრობლემა, განსაკუთრებით ფინეთისთვის, მაგრამ ფინეთიზაცია უკრაინის მისამართით არასდროს გამომიყენებია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მანამდე, ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კიევში ჩასვლამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა უკრაინის ფინეთიზაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა შეიძლება, არ გახდეს ნატო-ს წევრი.