ემანუელ მაკრონი სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დიალოგის განახლების ინიციატივით გამოდის
ემანუელ მაკრონი სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დიალოგის განახლების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტი სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დიალოგის განახლების ინიციატივით გამოდის.

ბელგრადში ვიზიტისას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, პარიზში გერმანიის კანცლერის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების მიღწევა გულისხმობს, რომ თითოეული მხარე ცალმხრივი და არაკონსტრუქციული ქმედებებისგან თავს იკავებს, გასული კვირების მოვლენები კი, შემაშფოთებელი იყო.

ევროკავშირის შუამდგომლობით მიმდინარე დიალოგი მას შემდეგ გაიყინა, რაც კოსოვომ სერბეთის პროდუქციაზე 100-პროცენტიანი ტარიფები დააწესა. თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ უთანხმოების მოსაგვარებლად დახმარების სურვილი ევროპაში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს და ინიციატივას მხოლოდ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იჩენს.