ემანუელ მაკრონი სამდღიანი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა
ემანუელ მაკრონი სამდღიანი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამდღიანი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ბოლო 24 წლის განმავლობაში ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია გერმანიაში.

„ფრანგულ-გერმანული ურთიერთობები ევროპისთვის შეუცვლელი და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფისში განაცხადეს, რომ ეს ვიზიტი „ხაზს გაუსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ უნიკალურ ურთიერთობას“.

შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ბერლინი და პარიზი ყოველთვის „ბოლომდე მიდიან შეთანხმებამდე“. „გერმანია და საფრანგეთი თუ შეთანხმებული არიან, მაშინ ევროპაში ჯერ კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.