ემანუელ მაკრონი - საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა შესანიშნავად გაართვა თავი
ემანუელ მაკრონი - საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა შესანიშნავად გაართვა თავი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესსკონფერენციის დაწყებისას სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ემანუელ მაკრონის თქმით, საკმაოდ რთული იყო საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა შესანიშნავად გაართვა თავი.

„ვიცი, რომ საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი, არ შეგიცვლიათ თქვენი პოზიციები, ბრძანდებით ერთგული თქვენი ქვეყნის და გამოძრავებთ ევროპული ღირებულებები, რაც თანმდევია თქვენს კარიერაში. გქონდათ არაჩვეულებრივი, წარმატებული დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში, რომელიც ბევრ მეტყველებს იმ მეგობრობაზე, იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გაქვთ და რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.

საქართველო მადლიერია იმისათვის, რომ თავისი შვილები მიიღო საფრანგეთმა თქვენი და თქვენი ოჯახის სახით და შემდგომში თქვენ ემსახურებოდით ამ ქვეყანას. საფრანგეთს ყოველთვის იცავდით, პატივს სცემდით.

მადლობა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც აირჩიეთ ვიზიტისთვის, ეს არის საფრანგეთი, ეს არის პარიზი. ამისთვის მადლიერი ვართ. გვსურს, იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ, ისევე როგორ ვიყავით 2008 წელს. ყოველთვის ვართ დიალოგის, დიპლომატიის მომხრე. ვიცით, რომ ეს არის თქვენი ცხოვრებისეული ბრძოლა. ჩვენი მხრივ, ეს არის ჩვენი ვალდებულება, როგორც პარტნიორი ქვეყნის“,  – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.