ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული ძალების მოდერნიზებას გეგმავს
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული ძალების მოდერნიზებას გეგმავს

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული ძალების მოდერნიზებას გეგმავს. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ ბირთვული შეკავების შესაძლებლობა ანიჭებს ქვეყანას თავისუფლად მოქმედების და სტრატეგიული ავტონომიის უფლებას საერთაშორისო კონტექსტში, რაც თავის მხრივ, სისუსტეს არ ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, მთავარი აქცენტი ორ შემდგენელზე – ოკეანის ძალებსა და საჰაერო ძალებზე გაკეთდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების რეაგირების შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე იქნება მხარდაჭერილი, 2020 წლისთვის კი სამხედრო ოპერაციების ბიუჯეტი 450 მილიონი ევროდან, 1.1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ემანუელ მაკრონი საყოველთაო სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შემოღებასაც გეგმავს.