ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უკრაინას გადასცემს რაკეტებს, რომელთა მოქმედების მანძილი კიევს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უკრაინას გადასცემს რაკეტებს, რომელთა მოქმედების მანძილი კიევს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს

საფრანგეთი უკრაინას გადასცემს რაკეტებს, რომელთა მოქმედების მანძილი კიევს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი რუსეთს არ ეომება, მაგრამ ეხმარება უკრაინას აგრესიისგან თავის დაცვაში.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას ბევრი იარაღი, კერძოდ, „კეისრის“ სისტემის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.

„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რუს აგრესორთან წინააღმდეგობის გაწევაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, რომელიც შეიძლება, მისწვდეს რუსეთის მიწას ან იმას, რომ თავს დაესხნენ რუსეთს“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.