ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნას აცილებული ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია
Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de lElysée, dans le cadre de sa visite en France. Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris Le 31/10/2023 Photo : Delphine Goldsztejn
საფრანგეთი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნას აცილებული ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის თქმით, ყველანი შეშფოთებული არიან შესაძლო ესკალაციის გამო.
„ჩვენ დავგმეთ, ჩავერიეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გამწვავება. ვცდილობთ, დავარწმუნოთ ისრაელი, რომ ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ ესკალაციით, არამედ საჭიროა ირანის იზოლაცია, რეგიონის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს, სანქციების გაზრდა, ზეწოლის გაზრდა ბირთვულ საქმიანობაზე და შემდეგ იპოვეთ გზა რეგიონში მშვიდობისკენ“, – ამბობს ემანუელ მაკრონი.