ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი მზადაა, ებრძოლოს ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ნებისმიერ წერტილში, დღეს ჩვენმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა ნავთობტანკერი გააჩერეს, არსებობს ეჭვი, რომ საწვავი უკანონოდ გადაჰქონდა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა კუნძულ რეუნიონის სამხრეთით ნავთობტანკერი DF Peak-ი გააჩერეს.
მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ გემი ყალბი დროშით დაცურავდა და საწვავის უკანონო გადაზიდვაში მონაწილეობდა.
„საფრანგეთი მზად არის, ებრძოლოს ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. დღეს, დილით კუნძულ რეუნიონიდან სამხრეთით 450 მილზე (833 კმ) მეტ მანძილზე საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ნავთობტანკერ DF Peak-ზე ავიდნენ. არებობს ეჭვი, რომ გემი ყალბი დროშით ცურავდა და საწვავი უკანონოდ გადაჰქონდა. საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად ჩატარებული ეს ოპერაცია ადასტურებს საფრანგეთის გადაწყვეტილებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღკვეთოს უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმა, სადაც არ უნდა ხდებოდეს ის“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, კატრინ ვოტრენმა ოპერაციაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ნავთობტანკერი DF Peak-ი დამატებით შემოწმებას გაივლის.
La France est déterminée à lutter contre la flotte fantôme, partout dans le monde.
Ce matin, à plus de 450 nautiques au sud de La Réunion, notre Marine nationale a arraisonné le pétrolier DF Peak, suspecté de naviguer sous un faux pavillon et impliqué dans des activités illicites de transport de carburants.
Cette action, conduite conformément au droit international de la mer, témoigne de notre détermination à faire respecter le droit et à lutter contre tous les trafics illicites, où qu’ils se produisent.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) October 12, 2026