ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი მზადაა, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო მას შემდეგ, რაც პალესტინის ხელისუფლება რეფორმებს გაატარებს
Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de lElysée, dans le cadre de sa visite en France. Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris Le 31/10/2023 Photo : Delphine Goldsztejn
საფრანგეთი მზადაა, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო მას შემდეგ, რაც პალესტინის ხელისუფლება რეფორმებს გაატარებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონი ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს და შესთავაზა „აღიარების პერსპექტივა“, თუ პალესტინის ხელისუფლება „განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს“.
მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთის ერთგულებას პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის „საერთო ხედვის“ და „უსაფრთხოების გარანტიების“ შექმნასთან დაკავშირებით.
მანამდე მაკრონმა ილაპარაკა პალესტინის აღიარებაზე და თქვა, რომ „საფრანგეთისთვის ტაბუ არ არსებობს“ და რომ ის „მზად არის, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო“.
ცნობისთვის, ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად გუშინ აღიარეს.