ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან საუბარს ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ვის სურს, თურქეთი იყოს ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს?
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან საუბარს ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ვის სურს, თურქეთი იყოს ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს?

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს, რათა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მაკრონმა ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა უკრაინას.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთი გააგრძელებს კიევის გრძელვადიან მხარდაჭერას ეკონომიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება რუსეთის წინაშე ევროპული ერთიანობის უზრუნველყოფა.

„საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან საუბარს. ვის სურს, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს? ევროპის ერთიანობა საკვანძოა, რადგან განხეთქილება რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა ორგანიზებული უნდა იყოს ენერგეტიკული და სასურსათო თვალსაზრისით.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის და ამისთვის უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, სურსათსა და მრავალ სხვა საკითხს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ ხანგრძლივი ომის წინაშე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დავამყაროთ მშვიდობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.