ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად

საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი სამხედრო ოპერაცია. საფრანგეთი სოლიდარობით დგას უკრაინის გვერდით. საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით, მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი გაიმართება.