ემანუელ მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების მიზნით, „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების მიზნით „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოვიდა.
ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთს მისივე რიტორიკა დაუპირისპირონ“ და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ „ორმხრივი მორატორიუმი“ დააწესონ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივი მორატორიუმის ინიციატივას, მორატორიუმს ორივე მხარის მიერ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა მსოფლიო ლიდერებს შავ ზღვაზე მორატორიუმის დაწესებისკენაც მოუწოდა, რაც, მისივე თქმით, გზას გაუხსნის მარცვლეულის ექსპორტს და ხელს შეუწყობს მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის სურსათის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარებას.