ემანუელ მაკრონი - რუსეთმა თუ დაადასტურა, რომ არ არის მზად მშვიდობისთვის, ვაშინგტონმა უნდა დაადასტუროს ვალდებულება სანქციების დაწესებაზე, ეს არის ნდობის ტესტი ამერიკელებისთვის
ემანუელ მაკრონი - რუსეთმა თუ დაადასტურა, რომ არ არის მზად მშვიდობისთვის, ვაშინგტონმა უნდა დაადასტუროს ვალდებულება სანქციების დაწესებაზე, ეს არის ნდობის ტესტი ამერიკელებისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ მაკრონმა სინგაპურში ვიზიტისას განაცხადა. 

მედიის წარმომადგენელმა ემანუელ მაკრონს კითხვა დაუსვა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთსა და აშშ-ს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

„რუსეთმა თუ დაადასტურა, რომ ის არ არის მზად მშვიდობისთვის, ვაშინგტონმა უნდა დაადასტუროს თავისი ვალდებულება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ეს არის ნდობის ტესტი ამერიკელებისთვის. 48 საათის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩვენ, ევროპელები, მზად ვართ“, – განაცხადა მაკრონმა.

ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე ევროპული პოზიციის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპელები იმსახურებენ ნდობას.

„ისინი თანმიმდევრულნი და საიმედონი არიან. ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია, ჩვენ კვლავ გვჯერა საერთაშორისო წესრიგის, თანამშრომლობის, ღია ვაჭრობისა და წესების პატივისცემის“, – განაცხადა მაკრონმა.