ემანუელ მაკრონი - რუსეთის მიმართ გამომწვევი ქმედებები მომგებიანი არ არის

ემანუელ მაკრონის განცხადებით რუსეთის მიმართ გამომწვევი ქმედებები მომგებიანი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა.

„რომ შევხედოთ ჩვენს გეოგრაფიას, ძალიან დიდ სხვაობას დავინახავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ჩვენ რუსეთთან საერთო საზღვარი გვაქვს. ჩვენს შორის ოკეანე არ არის. ამიტომ გამოწვევა არ არის მომგებიანი“,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე საუბრის დროს.

ამასთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპასა მის მომავალზე ისაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა ხდება კონტინენტი, რომელსაც საკუთარი მომავლის არ სწამს.

კონფერენციის ფარგლებში საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიღვიძოს და ბიუჯეტი მის ამბიციებს გაუტოლოს, რათა გაერთიანება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს არ ჩამორჩეს.

„ჩვენ ვხდებით კონტინენტი, რომელსაც საკუთარი მომავლის არ სწამს. სწორედ ამიტომ მსურს, შევხედო ევროპას ათი წლის შემდეგ. ევროპას, რომელიც უფრო მეტად გაერთიანებულია და აქვს გაცილებით სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი